0 322 423 500გააფორმეთ შეკვეთა 10:00-19:00

0 322 423 500გააფორმეთ შეკვეთა 10:00-19:00

დატოვეთ ნომერი და დაგირეკავთ

0
0
სია ცარიელია

ციტრუსის რჩევები: როგორ შევიძინოთ მაცივარი?

რჩევები25 ნოე 2020

8 დეტალი რომელიც მაცივრის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

 

პარამეტრები

 

პირველი რიგში სწორად განსაზღვრეთ ის სივრცე თქვენს ბინაში, სადაც მაცივრის განთავსებას აპირებთ. ზედმიწევნით გაზომეთ პარამეტრები (სიგრძე x სიმაღლე x სიგანე) რადგან პროდუქტის დამონტაჟებისას თავიდან აიცილოთ რაიმე სახის გაუგებრობა. 

 

კამერის სტანდარტული ტიპები 

 

I ტიპი - მაცივრის კამერა განთავსებულია ზემოთ, საყინულე ქვემოთ

II ტიპი - მაცივრის კამერა განთავსებულია ქვემოთ, საყინულე ზემოთ

თუ უპირატესობას ნახევარფაბრიკატებს და გაყინულ პროდუქტებს ანიჭებთ, სჯობს შეიძინოთ მაცივარი, რომელსაც საყინულე ზედა ნაწილში აქვს განთავსებული, რადგან ხშირად არ მოგიწიოთ წელში მოხრა და ჩაცუცქვა.

ხოლო თუ მაცივრის კამერისთვის განკუთვნილ პროდუქტები უფრო ხშირად გჭირდებათ და მაცივრის გამოღება ხშირად გიწევთ, სჯობს აირჩიოთ II ტიპი, რომელსაც საყინულე კამერის ქვედა ნაწილში აქვს.

თუმცა თუ გსურთ მრავალფეროვნება და მეტი ფუნქცია, არსებობს ასევე სამკამერიანი და ოთხკამერიანი მაცივრებიც, ისევე როგორც side-by-side მაცივრები, რომლებიც საინტერესო დიზაინითა და განლაგებით ნამდვილად აღემატებიან თავიანთ წინარმობედებს. 

 

საყინულე

 

საყინულე კამერის ძირითადი კრიტერიუმია და აქვს განსაზღვრული ტემპერატურის შენარჩუნების უნარი. სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში პროდუქტები დიდი ხნის განმავლობაში ინახება.

ერთი კვირის განმავლობაში პროდუქტის შესანახად საჭიროა - 6 

ერთი თვის განმავლობაში შესანახად - 12 

სამი თვის განმავლობაში შესანახად - 18 

 

შიდა განლაგება - თაროები

 

როგორც წესი მაცივრის კამერას მაცივრის ძირითადი მოცულობა უკავია. მასში მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის თაროები და კონტეინერები. თაროებად ძირითადად მინა ან ცხაურაა გამოყენებული.

მინის თაროების უპირატესობაა სიმტკიცე და თან ადვილად სუფთავდება, უფრო ესთეტიკურად და ლამაზადაც გამოიყურება. ცხაურა გულითად დასუფთავებას მოითხოვს, სამაგიეროდ ხელს უწყობს მაცივრის კამერაში ჰაერის ცირკულაციას.

რჩევა: პლასტმასის გარდა ყველა თარო გამძლე და მოსახერხებელია. მთავარია, კამერაში იყოს მრავალრიცხოვანი სამაგრი, რაც საშუალებას მოგცემთ ცვალოთ კომბინაციები სიმაღლის და თქვენი სურვილის მიხედვით.

 

გალღობის სისტემა

 

მექანიკური (ხელის) სისტემა -  ნიშნავს, რომ მაცივარი წელიწადში ერთხელ მაინც სრულიად გამორთოთ, გამოიღოთ საყინულეში მოთავსებული პროდუქტები და დაელოდოთ, სანამ წარმოქმნილი ყინული სრულიად არ გადნება.

ნახევრადავტომატური სისტემა -  რეგულარული და მარტივი გალღობის პროცესია. თითის გალღობის ღილაკზე დაჭერით ყველა საჭირო პროცედურა ავტომატურად ხდება.

ავტომატური სისტემა - ნიშნავს იმას, რომ მაცივარი თავად ”საზღვრავს” როდის სჭირდება მას გალღობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია No Frost სისტემა

 

კომპრესორი

 

არსებობს ერთ კომპრესორიანი და ორ კომპრესორიანი მაცივრები. ერთ კომპრესორიან - საშუალო თუ დიდი მოცულობის მქონე მაცივარში ძრავი ერთდროულად მუშაობს საყინულე და მაცივრის კამერაზე. კომპრესორი ორივეს ერთდროულად აცივებს, თუმცა დამატებით ელექტროენერგიის ხარჯზე. ერთძრავიან მაცივარს არ შუძლია სწრაფად გააცივოს პროდუქტების დიდი რაოდენობა.

თუ მაცივარი მოიცავს ორ განყოფილებას (საყინულეს და მაცივრის კამერას) და ეს კამერები საკმაოდ მოცულობითია, რა თქმა უნდა უმჯობესია ორი კომპრესორი.

ამ შემთხვევაში, თითოეული კომპრესორი მხოლოდ მისთვის მკაცრად განსაზღვრულ განყოფილებას გააციებს და თითოეული კამერისთვის ტემპერატურასაც ცალ-ცალკე დაარეგულირებს.

 

ხმაური

 

ბუნებრივია, არავის უყვარს როდესაც ტექნიკა, რომელიც 24/7-ზე ჩართულია საათის წიკწიკივით გამოსცემდეს გამაღიზიანებელ ხმას. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური შკალა, რომელიც განსაზღვრავს მაცივრის ხმაურის დონეს. ეს ნორმა მერყეობს 25-დან 50 დეციბალამდე.

დაბალი - 25-დან 34 დეციბალამდე;

საშუალო - 35-დან 44 დეციბალამდე;

მაღალი - 45 და მეტი დეციბალი;

ეს მაჩვენებელი მითითებულია ინსტრუქციაში, ან მაცივარზე მიკრულ სტიკერზე.

 

ენერგომოხმარება

 

ყურადღება მიაქციეთ მაცივრის ენერგომოხმარების კლასს. უმჯობესია A ან A+ კლასი, შემდეგ მოდის B და C კლასის მაცივრები, რომელიც მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. 

კლასები ერთმანეთისგან არა მარტო ენერგომოხმარებით არამედ იმითაც განსხვავდება, თუ რამდენი ხანი შეინარჩუნებს მაცივარი ტემპერატურას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.