0 322 423 500გააფორმეთ შეკვეთა 10:00-19:00

0 322 423 500გააფორმეთ შეკვეთა 10:00-19:00

დატოვეთ ნომერი და დაგირეკავთ

0
0
სია ცარიელია

ციტრუსის რჩევები: რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი ტელევიზორის შერჩევაში

რჩევები25 ნოე 2020

როდესაც საქმე საოჯახო ტექნიკას ეხება, რთულია, მარტივად იპოვო და აარჩიო შენთვის სასურველი პროდუქტი, რადგან ტექნოლოგიური განვითარება უწყვეტი პროცესია, ხოლო წამყვანი კომპანიები ძალას არ იშურებენ, რომ ერთი მეორეზე უკეთესი პროდუქტი აწარმოონ. რასაც ბოლოს მივყავრთ იმდენად ფართო არჩევანთან, რომ უბრალოდ ვიბნევით და აღარ ვიცით რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ.

‘ციტრუსი’ გთავაზობთ 8 რეკომენდაციისგან შემდგარ სიას რომელიც არჩვანის გაკეთებაში დაგეხმარებათ:

  1. განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი

  2. ჩაატარე კვლევა

  3. დიზაინი

  4. დაიცავით დისტანცია!

  5. OLED თუ LED?

  6. Smart TV

  7. არ დაზოგოთ ფული

  8. მიენდეთ ინტუიციას

 

1. პირველ რიგში განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი

 

რადგან ფასი მნიშვნელოვნად ავიწროებს არჩევანის სპექტრს ჩვენი პირველი რჩევა იქნება, რომ როდესაც საქმე ეხება საოჯახო ტექნიკას, უმჯობესია აქცენტი ხარისხზე გააკეთოთ და ფული არ დაზოგოთ.

რას მოგცემთ შედარებით ძვირი მაგრამ ტოპ ხარისხის მქონე ტელევიზორის შეძენა? - უკეთეს რეზოლუციას, კონტრასტს და მდიდარ ფერთა გამას. მოკლედ, ყველაფერს რაც საყვარელი ფილმის, სერიალის, ანიმაციის ან სპორტული ღონისძიების ყურებას მეტად სასიამოვნოს გახდის.

 

2. ჩაატარე კვლევა

 

სანამ გადაწყვეტთ, რომ პირველ შემხვედრს ‘ის ერთადერთი’ უწოდოთ, არ დაიზაროთ და კარგად შეისწავლეთ ბაზარზე არსებული სხვა პროდუქციაც. რადგან ახალი შენაძენით გახარებულმა შეიძლება მეორე დღეს facebook-ზე სქროლვისას ან მეგობართან საუბრისას აღმოაჩნოთ, რომ უკეთესი პროდუქტის შეძენა შეგეძლოთ იგივე ფასში. რაც ბუნებრივია გულს გადწყვეტთ.

 

3. დიზაინი

 

დღევანდელი კონკურენციის პირობებში კომპანიები დღითი-დღე ხვეწავენ არამარტო ტექნიკურ, არამედ ვიზულურ მხარესაც. 

თქვენც მეტი ფიქრი გმართებთ როდესაც საქმე დიზაინს და პროდუქტის თქვენს სახლში განთავსებას ეხება.

იმისდა მიხედით თუ რამხელაა თქვენი ტელევიზორის სადგამი, ან რა ფერისაა კედელი რომელზეც დაკიდებასაც ფიქრობთ, რამდენად დაშორებული იქნება თქვენი საყურებელი ადგილიდან და ა.შ. 

ყველა ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო კითხვაზე პასუხის გაცემა საბოლოო ჯამში გაგიადვილებთ არჩევნის გაკეთებას.

 

4. დაიცავით დისტანცია!

 

გაითვალისწინეთ რომ ნაკლები მანძილის შემთხვევაში, გამოსახულების ყურება ძაბავს მხედველობას, ხოლო მეტი მანძილის შემთხვევაში თვალები იღლება ფართო ხედვის კუთხის გამოსახულების ყურების გამო.

მიიჩნევა, რომ ტელევიზორის ყურების მაქსიმალური კომფორტისთვის, ყურების წერტილიდან ტელევიზორამდე მანძილი, უნდა იყოს ტელევიზორის დიაგონალზე საშუალოდ 2-3 - ჯერ მეტი.

მაგალითად: თუ თქვენ შეიძენთ ტელევიზორს, რომლის ზომაა 32 დიუმი (1 დიუმი = 2,54 სმ), მანძილი, რომლიდანაც უყურებთ ტელევიზორს, უნდა იყოს 2-3 მეტრი.

 

5. LED vs LED

 

შეიძლება ითქვას, რომ LED ტელევიზორი LCD-ს გაუმჯობესებული კონფიგურაციაა. იგი გაცილებით თხელია, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას, აქვს ჩვენების უფრო მკვეთრი ხარისხი და გაცილებით სიცოცხლისუნარიანია ვიდრე LCD პანელები (მუშაობს დაახლოებით 100 000 საათით მეტს).

მაგრამ როცა საქმე OLED-ს ეხება კონკურენციას ვერ უწევს. მართალია ძვირია და ქართულ ბაზარზეც ნელ-ნელა ჩნდება, მაგრამ თუ ფულს არ დაინანებთ თქვენ მიიღებთ 

ცოცხალ სურათს

უკეთეს ხედვის კუთხეებს

სიკაშკაშეს (Brightness)

სიშავის მეტ დონეს (რაც უფრო ღრმაა სიშავე, კონკტრასტიც უკეთ იკვეთება)

მიუხედავად იმისა რომ LED ტელევიზორი საოცარ გამოცდილებას გვთავაზობს, თუ არჩევანი ამ ორს შორის იქნება გასაკეთებელი, ჩვენი ხმა OLED-ს!

 

6. Smart TV არ დაგავიწყდეთ

 

სხვადასხვა მწარმოებლების მიერ, LCD და LED ტელევიზორების სულ უფრო ბევრ მოდელში, გამოიყენება ტექნოლოგია Smart TV. 

სმარტ TV უკავშირდება ინტერნეტს, რაც საშუალებას იძლევა მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმების, სხვადასხვა გადაცემების, თამაშები, მუსიკა, ვიდეო და ა.შ... ტელევიზორის დიდ ეკრანზე ხილვა, ინტერნეტთან მარტივი დაკავშირებით.

თანაც შეგიძლია თქვენი კომპიუტერი ან მობილური დაუკავშიროთ მარტივად.

 

7. არ დაზოგოთ ფული

 

თუ ფინანსები ხელს გიწყობთ, არ იყიდოთ პატარა ტელევიზორი, რადგან მალევე ინანებთ არასწორ არჩევანს.

რაც უფრო დიდი ზომის იქნება ტელევიზორი, უფრო მეტად დატკბებით 4K ფილმების ყურებითაც და კონსოლზე თამაშითაც.

 

8. მიენდეთ ინტუიციას

 

თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ ორ მსგავსს პროდუქტს შორის, უბრალოდ, გამორთეთ გონება და ინტუიციას მიენდეთ. ხანდახან ზედმეტი ფიქრიც მავნებელია. ხანდახან.