0 322 423 500გააფორმეთ შეკვეთა 10:00-19:00

0 322 423 500გააფორმეთ შეკვეთა 10:00-19:00

დატოვეთ ნომერი და დაგირეკავთ

0
0
სია ცარიელია

Citrus.ge-სა და Credo bank-ის თანამშრომლობა

კომპანიის სიახლეები15 ივლ 2021

 

6 ივლისს, Citrus.ge-სა და Credo Bank-ის თანამშრომლობით, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, კრედო ბანკის მიერ ორგანიზებული პროექტი, „სოფლის დღეები“ გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ონლაინ ვაჭრობის გამარტივებასა და წახალისებას.

 

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, ჩვენი ოპერატორების დახმარებით, გასცნობოდა ციტრუსის ონლაინ კატალოგს და სასურველი ნივთის შერჩევის შემთხვევაში, კრედო ბანკის წარმომადგენლების მეშვეობით, ადგილზე ესარგებლა სწრაფი და მარტივი განვადებით.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, Citrus.ge-ს ინიციატივით, ჩატარდა გათამაშება, რის შედეგადაც, პროექტის მონაწილეებს ციტრუსის სახელით, სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.

   

ციტრუსის გუნდი განაგრძნობს აქტიურ თანამშრომლობას კრედო ბანკთან. „სოფლის დღეებისადმი“ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი და პროცესის წარმატებული მიმდინარეობა,  გვაძლევს მეტ მოტივაციასა და ინტერესს, რომ მოცემული გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომხმარებლებისათვის საუკეთესო ონლაინ გამოცდილების შექმნაში.