ყველა კატეგორია
მეტის ჩვენება
სულ 33 პროდუქტი
59₾
89₾59₾
79₾59₾
79₾79₾
99₾
99₾
69₾
119₾
79₾
99₾
59₾
119₾
69₾
89₾
79₾
109₾
69₾
149₾
109₾
89₾
Ვაფლის საცხობი ძალიან კარგი არჩევანია იმისათვის, რომ თქვენი სამზარეულო ბიუჯეტურად და დიდი ნივთის ყიდვის გარეშე განაახლოთ. Ვაფლის საცხობით უგემრიელი ვაფლის გამოცხობა შეგიძლიათ, თუმცა მნიშვნელოვანია, სწორი პროდუქტი შეარჩიოთ, რაშიც ჩვენ დაგეხმარებით და რამდენიმე საჭირო რჩევას მოგცემთ.
Რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ყიდვამდე უნდა გაითვალისწინოთ.
Ბრენდი - Გსურთ თუ არა კონკრეტულად რომელიმე ბრენდის პროდუქტის შეძენა. Ზოგიერთ მომხმარებელს კონკრეტული ბრენდის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს. Ჩვენ ერთბაშად 8 ბრენდის (Franko, Vox, Sokany, Sonifer, Arshia, Kiwi, Raf, Sencor) ვაფლის საცხობს გთავაზობთ.
გამოცხობა - Ბევრი მოდელი საშუალებას იძლევა ისეთ დონეზე გამოაცხოთ, როგორზეც თქვენ გსურთ. Მაგალითად, ცოტა ხრაშუნა იყოს ან საერთოდ, დამწვარიც კი. Ასევე, ინდიკატორის საშუალებით მარტივად მისახვედრია, გამოცხვა თუ არა ვაფლები.
Თუ ოთხ წევრიანი ოჯახი გყავთ ან ვაფლს ხშირად ამზადებთ, მაშინ ისეთი აპარატი უნდა იყიდოთ, რომელიც ბევრ რაოდენობას ერთად გაუმკლავდება. Შეგიძლიათ ვაფლები წინასწარ გაყინოთ და დილას ძალიან მალე გემრიელ საუზმეს მიიღებთ. Თუ მარტო ცხოვრობთ, ერთ საცხობიანი განყოფილებაც საკმარისია.
Ვაფლის ფორმა - ბელგიური ვაფლისთვის, ბელგიური ვაფლის აპარატი გვაქვს. Მრგვალი ფორმის ვაფლი კლასიკური არჩევანია. Ბელგიური ვაფლი უფრო მეტად დიდი ზომის არის ღრმა ნახვრეტებით სიროფისთვის ან ხილისთვის. Თუ სერვირება თქვენთვის გადამწყვეტია, მაშინ მართკუთხა ფორმით მოგეწონებათ.
Ვაფლების რაოდენობა - Მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ვაფლის საცხობი დიდი ზომის არ არის და მარტივად შესანახია, პატარა სამზარეულოში, მაინც, წაიღებს გარკვეულ ადგილს. Პროდუქტის აღწერაში ზომას მიაქციეთ ყურადღება. Შეგიძლიათ ჩვენ ოპერატორებს დაზუსტების სახით ჰკითხოთ და კვალიფიციურ პასუხსაც გაიგებთ.
Ბიუჯეტი - Ვაფლის საცხობების ფასი დაახლოებით 60-150 ლარის ფარგლებშია. Ეს ისეთი ღირებულებაა, რომ შეგიძლიათ სახლშიც საკმაოდ გემრიელად და ხარისხიანად ისაუზმოთ სესხის აღების გარეშე.
Რამდენად მარტივი გასაწმენდია - Თანამედროვე ვაფლის საცხობები ძალიან მარტივია გასაწმენდია. Ძირითადად, ბრტყელი ზედაპირი აქვთ. Თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ ვაფლი თეფშებზე არ მიეწებება, სპეციალურ სპრეის გამოიყენებთ. Ასევე, აუცილებელია საცხობი სრულიად გაგრილებული იყო, სანამ გაწმენდას დაიწყებდეთ. Გარდა ამისა, პლასტიკის ჯოხების დახმარებით, ზედაპირს დაკაწვრისგან დაიცავთ.
Ციტრუსზე ვაფლის აპარატის ღირებულება 59 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე გრძელდება. 100 ლარის ზემოთ განვადების გაკეთებაც შეიძლება. Თვეში მხოლოდ 8-9 ლარი გამოვა. Ვთანამშრომლობთ 4 წამყვან ქართულ ბანკთან (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი) და პროდუქტს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანთ.
59 ლარიან მოდელს უჟანგავი ფოლადი აქვს, 750W-ის სიმძლავრე და საკმაოდ კომპაქტური ზომა - 230x230x80 მმ.
Მხოლოდ 20 ლარით ძვირი - 79 ლარიანი მოდელი შემდეგი ფუნქციებით არის აღჭურვილი:
Ბელგიური ვაფლის აპარატის ღირებულება 119 ლარია და 2 საცხობი განყოფილებითაა წარმოდგენილი.
Საბოლოო ჯამში, ახლა გაცილებით მეტად ხართ ინფორმირებულები, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვაფლის აპარატის ყიდვამდე. Ციტრუსზე დაბალი ფასები და დიდი არჩევანია.