ყველა კატეგორია
მეტის ჩვენება
მეტის ჩვენება
სულ 885 პროდუქტი
XIX საუკუნეში მეცნიერებმა პირველად მოახერხეს რადიო სიგნალების გადაცემა ერთი ადგილიდან მეორეზე. ამის წყალობით გახდა შესაძლებელი ტელევიზორების გამოგონება. სატელევიზიო ისტორიაში, პირველ გამოსახულებად შეიძლება ჩაითვალოს ბიჭის შემკრთალი სახე, რომელიც ამ ექსპერმენტში მონაწილეობდა. რა გასაკვირია, რომ პირველი ტელევიზორები ყველაზე იაფად, 125$-ად გაიყიდა…
თანამედროვე მოდელებში იმაზე დიდი არჩევანი გვაქვს, ვიდრე 1934 წელს (როდესაც პირველი ტელევიზორი გამოუშვეს). ამიტომ მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ჩვენს სურვილებზე მორგებული მოდელი. მნიშვნელოვანია ტელევიზორები გარანტიით იყოს, გავიაზროთ რა ზომის ეკრანი არის ჩვენთის მისაღები, მხოლოდ ტელევიზიისთვის გამოვიყენებთ თუ გვინდა, რომ მან Smart ფუნქციებიც შეასრულოს.
როგორ უნდა შევარჩიოთ ტელევიზორი?
televizorebi მხოლოდ ტელევიზიისთვის დიდი ხანია აღარ გამოიყენება. ყიდვისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
· ტიპი - მოთხოვნის შესაბამისად არსებობს ჩვეულებრივი საბაზისო ტელევიზორები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელევიზიის ჩასართავად. ბოლო დროს პოპულარულია სმარტ ტელევიზორები (Smart TV), რომლებშიც ჩამონტაჟებულია პროცესორი. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ტელევიზორში გვქონდეს სხვადასხვა აპლიკაციები (Youtube, Netflix, Smart HUB, Internet Browser);
· ეკრანის ზომა - ტელევიზორის ეკრანის ზომას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის. საშუალოდ მოთხოვნა 24”-დან 65”-მდე ზომის ეკრანებზეა. თუმცა გვხვდება უფრო დიდი ეკრანის მქონე ტელევიზორიც, რომელიც უფრო დიდი მოთხოვნის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. ყველაზე დიდი ტელევიზორი 262 დუმიანია.
· ეკრანის ტიპი - ბაზარზე სტანდარტულ, ბრტყელ (Flat) ტელევიზორებთან ერთად გვხვდება სრკალურიც (Curved TV). ამ ტიპის ტელევიზორი გვაგრძნობინებს, რომ ფილმის რეალური პერსონაჟები ვართ. კინომოყვარულებო, რკალური ნამდვილად ტელევიზორები თქვენთვის არის შექმნილი.
· რეზოლუცია - ვისთისაც გამოსახულების სიწმინდეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეკრანის გაფართოებაა. გამოსახულების ხარისხი ასე გამოიყურება: HD, Full HD, 4K UHD, 8K.
რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის შერჩევისას?
ტელევიზორის მახასიათებლებზე წარმოდგენის შექნის შემდეგ აუცილებელია მომხმარებელმა შეადაროს სასურველი მოდელები ერთმანეთს, რათა დარწმუნდეს მისი გადაწყვეტილების სისწორეში.
მოდელის არჩევის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ფასი. ხშირ შემთხვევაში ერთნაირი მონაცემების მქონე ტელევიზორებს შორის ფასის სხვაობას ბრენდის სახელი განაპირობებს. ასევე ფასის სხვაობაზე ტელევიზორის მახასიათებლების ცვლილება დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად: ეკრანის ზომა, გამოსახულება, ფუნქციები და სხვა.
თუ კლიენტისთვის არჩეული ტელევიზორის ფასი იმაზე დიდია, ვიდრე მისი ბიუჯეტი, ამ შემთხვევაში შეიძლება თანხის გადახდა ნაწილობრივ მოხდეს. ამის საშუალებას გვაძლევს განვადება. მარტივი პროცედურების საშუალებით სასურველ ნივთს იღებ მაშინ, როცა გინდა და გადასახდელ ფასს ანაწილებ რამდენიმე თვეზე.
რიგ შემთხვევებში ისეთი მნიშვნელოვანი ნივთის შეძენა როგორიც არის televizori, რთულია იყიდო ერთიანი თანხის გადახდით. ამ შემთხვევაში შეგიძლათ ისარგებლოთ განვადებით. დღევანდელობაში განვადება შესაძლებელია ონლაინ. ამისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპები:
· შეარჩიე სასურველი მოდელი
· ოპერატორის დახმაებით შეავსე განაცხადი, სახლიდან გაუსვლელად
· აუცილებელია კლიენტს ჰქონდეს კარგი საბანკო ისტორია
· პასუხი მოდის მომენტალურად, ავტომატური სახით
ონლაინ განვადებების უპირატესად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ყველა პროცედურა ხდება სახლიდან გაუსვლელად. ნივთის მიწოდებაც ნებისმიერ მისამართზე არის შესაძლებელი.
ტელევიზორების არჩევანი საქართველოში
პირველი ტელევიზორის მწარმოებელი ბრენდი იყო Telefunken, რომელმაც შესთავაზა პირველი სატელევიზიო გამოსახულება 1934 წელს. მათ წარადგინეს პირველი CRT (cathode ray tubes - კათოდური სხივების მილი) ტელევიზორი, რომლის ეკრანის დიაგონალი მხოლოდ 12 დიუმი იყო, ხოლო მისი ჩარჩო ეკრანზე 2-ჯერ დიდი. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ტრანზიტორებზე მუშაობა, რომლის გამოყენებაც ტელევიზორის ყუთის სიდიდეს საგრძნობლად ამცირებს. პირველად მისი გამოყენება იაპონურმა კომპანიამ SONY-მ დაიწყო და შემოგვთავაზა SONY TV8-301. ეკრანზე და სხვა მახასიათებლებზე მუშაობა ამით არ დასრულებულა. 1974 წელს მეცნიერებმა შემოგვთავაზეს პირველი LCD ეკრანი. ამის დახმარებით 1984 წელს Epson-მა შემოგვთავაზა პირველი ფერადი LCD ტელევიზორი.
21-ე საუკუნეში უკვე ასობით კომპანია ცდილობს ჩვენს გაოცებას სხვადასხვა ტექნოლოგიებით. საქართველოში მოთხოვნად ბრენდებს შეგიძლიათ გადახედოთ:
· TCL – 1981 წელს დაარსებული ეს კომპანია, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან თანამშრომლობს, მათ შორის საქართველოსთან. 2019 წელს ტელევიზორების გაყიდვით მშოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა. მისი ფასი 600-დან 6000 ლარამდე მერყეობს. აწარმოებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე Smart და Android ტელევიზორებს.
· Samsung TV - მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანით, ასევე ციფრული ტექნიკითაც. ეს კომპანია მუდმივად გვაოცებს მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით. 2022 წელს ის წარსდა ახალი Neo Cuantum პროცესორით, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს ვიზუალურ თუ აუდიო მხარეს.
· Skytech - ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ცდილობს ისეთი სეგმენტის ხალხზე იმუშაოს, ვისი ბიუჯეტიც დაბალია. თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს მის ხარისხს.
ქართულ ბაზარზე ხშირად ვხვდებით მეორადი ტელევიზორების ყიდვის ტენდეციას. მისი ერთადერთი პლიუსი არის ფასი. თუმცა ამ დროს რთულია მისი ხარისხის განსაზღვრა, არ მოყვება გარანტია და meoradi televizorebi ნაკლებად გვხვდება განვადებით.
ფასის თვალსაზრისით დიდი კონკურენციაა. ფასი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია ეკრანის ზომასთან, გამოსახულების ხარისხთან, ფუნქციონალთან და სხვა. ამის გათვალისწინებით Citrus.ge გთავაზობთ კონკურენტულ ფასად თანამედროვე და დახვეწილ ტელევიზორებს. ასევე გთავაზობთ საუკეთესო განვადების პირობებს.
ონლაინ მაღაზია Citrus.ge მუდმივად ცდილობს შემოგთავაზოთ ისეთი ბრენდები, რომლებიც მსოფლიოო მასშტაბით საკმაოდ პოპულარულია. ჩვენს კურიერებს სრულიად ახალი ტელევიზორები საწყობიდან პირდაპირ თქვენს სახლში მოაქვთ. ონლაინ სივრცე ძალიან მოსახერხებელია საშოპინგოდ. ჩვენ სწორედ ასეთ გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ. ციტრუსის ონლაინ პლათფორმა ტელევიზორების მაღაზიაში სიარულისგან სწორედ ამ კომფორტით გამოირჩევა.
· არჩევ სასურველ ნივთს
· ავსებ მოკლე საინფორმაციო ველს
· ჩვენი ოპერატორები გიკავშირდებიან და ერთად აფორმებთ განაცხადს
· კურიერი თბილისში ნივთს გაწვდის მეორე დღეს, ხოლო საქათველოს რეგიონში მაქსიმუმ ერთ კვირაში (გააჩნია რეგიონს)
ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვანებივრებთ კარგი ფასდაკლებებით. იმისათის რომ ტელევიზორები ფასდაკლებით მომხმარებელმა მარტივად მოძებნოს, საიტზე ყველა ფასდაკლებული ნივთი შესაბამისი სიმბოლოთი არის აღნიშნული.