ყველა კატეგორია
სულ 386 პროდუქტი
249₾
409₾109₾
149₾149₾
209₾169₾
279₾299₾
409₾269₾
409₾339₾
509₾109₾
159₾159₾
219₾539₾
709₾659₾
909₾509₾
629₾109₾
159₾219₾
319₾229₾
309₾309₾
409₾159₾
239₾309₾
399₾459₾
589₾859₾
ახალი წელი ყველასათვის გამორჩეული დღესასწაულია. ამიტომაც, წინასაახალწლო სამზადისი ყოველთვის განსაკუთრებულია, რაც მას მეტ ხიბლსა და დადებით განწყობას მატებს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დეტალი ახალი წლის გასალამაზებლად და გასახალისებლად, მოსართავებთან და სხვადასხვა სახის დეკორაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, ნაძვის ხეა. მისაღებ ოთახში მისი განთავსება და საგულდაგულოდ გაფორმება ის ერთგვარი რიტუალია, რომელიც მთელ ოჯახს აერთიანებს.ტ
დღესდღეობით, ადამიანთა დიდი ნაწილი, უპირატესობას ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებს. გარდა იმისა, რომ ეს ბუნებაზე ზრუნვისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მას სხვა დადებითი მახასიათებლებიც გააჩნია.
ხელოვნური ნაძვის ხე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მრავალჯერადად, რაც მოგცემთ თანხის დაზოგვის საშუალებას; მოითხოვს ნაკლებ მოვლას და სახლში მეტ სისუფთავეს გინარჩუნებთ; მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ზომის, ფორმისა და დიზაინის ნაძვის ხე.
ბაზარზე ხელოვნური ხეების უზარმაზარი ასორტიმენტია და სასურველი მათგანის შერჩევაც, გარკვეულ დროსა და დეტალებზე დაკვირვებას მოითხოვს, რაც, ბევრისათვის, შესაძლოა, არც ისე მარტივი პროცესია.
ნაძვის ხის ხელსაყრელ ფასში შესაძენად და შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, ციტრუსზე, ნაძვის ხეების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. გადაწყვეტილების მიღებამდე კი, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის ფიზიკური მახასიათებელი და საჭიროებები, რომელიც მას, თქვენი ბინისათვის შესაფერისად აქცევს.
ონლაინ მაღაზია Citrus.ge -ზე, ხელოვნური ნაძვის ხეები, გამოირჩევა როგორც დიზაინის, ასევე, ზომათა მრავალფეროვნებით. ვებსაიტზე იპოვით სხვადასხვა საფასო კატეგორიის, 120 სმ-დან 300 სმ-მდე ზომის ნაძვის ხეებს, რომელთა ფასები, სხვადასხვა მახასიათებლიდან გამომდინარე, 45 ლარიდან 1099 ლარამდე მერყეობს.
ნაძვის ხის შერჩევამდე, პირველ რიგში, განსაზღვრეთ ხის ზომა, რომელიც გარდა იმისა, რომ გემოვნებაზეა დამოკიდებული, სახლის ინტერიერის, სივრცის და ჭერის სიმაღლის გათვალისწინებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, დაადგინოთ, სად გსურთ მისი განთავსება. სახლის პირობებში, ნაძვის ხის ყველაზე გავრცელებული ადგილმდებარეობა, მისაღები ოთახია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, დიდ სახლებში, როგორც სახლის შემოსასვლელ დერეფანში ე.წ. ფოიეში, ასევე, საძინებელ ან სასადილო ოთახებშიც კი დგამენ.
გთავაზობთ საორიენტაციო სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ, ყველაზე გავრცელებული, სტანდარტული ზომის ნაძვის ხეები, თქვენი სახლის ინტერიერს სწორად შეურჩიოთ.
როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენთან, გარდა ზომების მრავალფეროვნებისა, შეძლებთ, სხვადასხვა, თქვენთვის სასურველი დიზაინის მქონე ნაძვის ხე (nadzvis xe) შეარჩიოთ.
ციტრუსზე წარმოდგენილია როგორც კლასიკური მწვანე ფერის, ასევე, სხვადასხვა დეკორატიული ეფექტის მქონე ნაძვის ხეები. მათ შორის: სილიკონის წიწვებით, დათოვლილი ბოლოებით, გირჩითა და კენკრით გაფორმებული ხეები.
საერთო ჯამში, კატალოგში ერთიანდება ანტიალერგიული სილიკონის მასალისგან დამზადებული ნაძვის ხეების 3 ძირითადი ტიპი: სადა, დათოვლილი, გირჩებით/კენკრით. ვებსაიტზე, ასევე, შეხვდებით ნაძვის ხეებს ე.წ. კანადური წიწვებით.
გემოვნების მიხედვით, თუ სახლის ინტერიერი ღია და თბილ ფერებშია გადაწყვეტილი, შესაძლოა, კლასიკური სტილის, მწვანე ნაძვის ხე მოუხდეს, ხოლო, თუკი ინტერიერში მუქი ფერები ჭარბობს, შეგვიძლია თეთრი, დათოვლილი ეფექტის ხეც შევარჩიოთ.
ჩვენთან, ყველაზე დიდი პოპულარობით, კლასიკური, მწვანე ფერის, სადა ნაძვის ხეები სარგებლობს.
ახალი წელი წარმოუდგენელია შესაბამისი გაფორმებების გარეშე. მოსართავები ხომ დღესასწაულის განუყრელი ნაწილია. ამიტომაც, ციტრუსზე, სასურველი საახალწლო განათებების, საახალწლო სათამაშოებისა და საახალწლო დეკორაციების შერჩევასაც შეძლებთ.
შეარჩიეთ სასურველი ნაძვის ხე იაფად, ისარგებლეთ ფასდაკლებით, განვადებითა და საუკეთესო პირობებით ონლაინ მაღაზია Citrus.ge -ზე.
ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის თქვენთვის სასურველი მეთოდით-როგორც საბანკო, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორებით(კურიერთან, უშუალოდ ნივთის ჩაბარების მომენტში.) მოგემსახურებით თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.